სიახლეები

კულინარიული ტური

პროექტის ფარგლებში, კიდევ ერთი კულინარიული ტური მოეწყო. აზერბაიჯანელი სტუმრები ამჯერად საგარეჯოსა და მარნეულის რაიონის სოფლებს - წერაქვსა და დიოკნისს ესტუმრნენ. დააგემოვნეს ადგილობრივი კერძები და სასმელი, დაესწრნენ სხვადასხვა ტრადიციული კერძის მომზადების პროცესს და თავადაც სცადეს მასში მონაწილეობის მიღება. 

კულინარიული ტურები ძალიან კარგი შესაძლებლობაა აღმოაჩინო არამარტო ტრადიციული სამზარეულო, რომლის მრავალფეროვნებითაც საქართველო ასე გამოირჩევა, არამედ ადგილობრივი რეგიონისთვის დამახასიათებელ კულტურასა და წეს-ჩვეულებებსაც უფრო ახლოს გაეცნო. 

დონორები & პარტნიორი ორგანიზაციები