პროექტი

პროექტი "ახალგაზრდების გაძლიერება ცხოვრებისეული ღირებულებების განვითარების გზით" ხორციელდება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის (EaPTCP) ფარგლებში, ორგანიზაცია GIZ-ის დაფინანსებით. პროექტის განმახორციელებელი და პარტნიორი ორგანიზაციები არიან: ა/ო სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR), აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი საქართველოში და რეგიონალური განვითარების კავშირი „ტამასი“, აზერბაიჯანი.

პროექტის მიზანია საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება სოციალური ცვლილებებისა და ურთიერთთანამშრომლობისთვის.

პროექტის მთავარი გამაერთიანებელი იდეაა ცხოვრებისეული ღირებულებები, რომლებიც საყოველთაოდ არის აღიარებული და იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული, როგორც 13 ზოგადსაკაცობრიო ღირებულება. ეს ღირებულებებია: მშვიდობა, ტოლერანტობა, თავისუფლება, პატაივისცემა, სიყვარული, ბედნიერება, თანამშრომლობა, თავმდაბლობა, ღირსება, სისადავე, ერთიანობა, პასუხისგებლობა და თანასწორობა. ყველა აქტივობა, რომლის განხორციელებაც იგეგმება პროექტის ფარგლებში ამ ღირებულებებს მოიცავს.

პროექტის ამოცანები და შედეგები:

  1. ორივე ქვეყნის სამიზნე რეგიონებში განთავსებულ სკოლებში ცხოვრებისეულ ღირებულებებზე დაფუძნებული ცენტრების დაარსება, რომლებიც წარმოადგენენ ერთგვარ ჰაბს სოციალური და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის; ასევე კულტურული და სპორტული ღონისძიებებისა და გაცვლითი პროგრამების განსახორციელებლად სასაზღვრო რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. სამიზნე სკოლების შერჩევისას გათვალისწინებულია რეგიონებისათვის დამახასიათებელი ეთნიკური და ენობრივი მრავალფეროვნების პრინციპები და შესაბამისად, პროექტის მონაწილეებად განიხილებიან ორივე ქვეყანაში ეთნიკურად ქართველი და აზერბაიჯანელი მოზარდები, რომლებიც საზღვრისპირა სოფლებსა და ქალაქებში ცხოვრობენ.
  2. 20 ადგილობრივი სასკოლო თემის მომზადება/მობილიზება ცხოვრებისეული ღირებულებების ინტეგრირებისთვის საგანმანათლებლო და სოციალურ სივრცეში.
  3. ცხოვრებისეულ ღირებულებებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური აქტივობების ორგანიზება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს გრძელვადიანი თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას ადგილობრივ თემებს შორის.

 

ვებ გვერდი შექმნილია პროექტის ფარგლებში 

დონორები & პარტნიორი ორგანიზაციები