ჩვენ შესახებ

საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი 2000 წელს შეიქმნა და 400-მდე აქტიურ წევრს აერთიანებს, ის რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციაა და ძირითადად ქვემო ქართლის რეგიონში ოპერირებს.
ორგანიზაციის ძირითად მიზნებია:

  • აზერბაიჯანელ ქალთა ინტეგრაციის ხელშეწყობა;
  • ქალებისა და ბავშებისათვის კულტურული, საგანმანათლებლო, საქველმოქმედო და კულტურული ღონისძიებების წარმართვა;
  • აზერბაიჯანელ ქალთა ჩართვა გადაწყვეტილების მიღების დონეებზე;
  • გენდერული ძალადობის აღმოფხვრა;
  • ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხთა შორის ურთიერთობების ხელშეწყობა;
  • მშვიდობიანი კავკასიის იდეის განხორციელების ხელშეწყობა.

2000 წლიდან ორგანიზაციას 45-მდე პროექტი აქვს განხორციელებული, რომელიც სხვადასხვა დონორის (ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ფონდი (GTZ,) ეუთოს უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OSCE), ღია საზოგადოება-საქართველო, აშშ- საელჩოს მცირე გრანტების პროგრამა , USAID/IFES და სხვ.) მიერ იქნა დაფინანსებული.

  • ორგანიზაცია მონაწილეობას იღებდა 2005-2006 წლებში ევროპის საბჭოს ეთიკური უმცირესობების დაცვის სტრუქტურების შესახებ ანგარიშის მომზადებაში, ასევე ეთნიკური უმცირესობების ქალთა მდგომარეობის შესახებ CEDAW-ს ალტერნატიული ანგარიშის მომზადებაში.
  • ეუთოსთან თანამშრომლობით 2005-2009 წლებში ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ იქნა მონიტორინგი ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის საკითხებზე.
  • ორგანიზაციამ დააფუძნა ქვემო ქართლის რეგიონის ახალგაზრდობის ინტეგრაციის ცენტრი, რომელიც უკვე 8 წელია ფუქნციონირებს და ახალგაზრდებსა და ქალებს სახელმწიფო ენის, კომპიუტერული პროგრამებისა და ინგლისური ენის შესწავლაში ეხმარება. ცენტრის ბაზაზე მუშაობს იურიდიული კონსულტაციის კაბინეტი.

საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი არის სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წევრი და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრი.

დონორები & პარტნიორი ორგანიზაციები