ბლოგი

ვასილი დაუთაშვილი, საქართველო, დმანისი

წელს ზაფხულში დამიკავშირდნენ და შემომთავზეს ბანაკში მონაწილეობის მიღება. თავიდან ვიფიქრე,  რომ არ გამომივიდოდა ( აღნიშნულ სფეროში გამოცდილების არ ქონის გამო)და ვამბობდი უარს, თუმცა აზრი შემაცვლევინეს და როგორც შემდგომში გაირკვა უკეთესობისკენ.

პირადად ჩემთვის ბანაკი დაიწყო თბილისში, სამარშრუტო ტაქსში „თანალიდერების“ გაცნობით. მიუხედავად იმისა, რომ პირველად შევხვდით ერთმანეთს ადვილად შევედით კონტაქტში და თავიდანვე ჩამოგვიყალიბდა მეგობრული ურთიერთობა. ბაკურიანში ჩასვლისას გავიცანი სხვა ლიდერები, ბანაკის ორგანიზატორები და რა თქმა უნდა მონაწილეები.

ბანაკის პროგრამა იყო დეტალურად გაწერილი, სადაც გაითვალისწინეს ყოველი წვრილმანი. სწორედ ამ გეგმის, ორგანიზატორების, ლიდერების, მონაწილეების ჩართულობით და თანამშრომლობით საბოლოო ჯამში მივიღეთ პროდუქტიულად და ხალისიანად ჩატარებული ბანაკი. პროგრამის ფარგლებში, თითოეულ დღეზე გაწერილ მასალაში იყო როგორც სასემინარო ისე გასართობი ელემენტები. რაციონალურად დროის და რესურსების გადანაწილებით მონაწილეები სახალისო თამაშების საშუალებით  გაეცნენ ერთმანეთს, ერთობოდნენ, თან ამავდროულად იღებდნენ საჭირო ინფორმაციას. აგრეთვე მინდა ვახსენო  ის ფაქტი, რომ მონაწილეების გადანაწილებისას დაკომპლექტდა  3 ჯგუფი, რომელიც შედგებოდა აზერბაიჯანიდან ჩამოსული სტუმრებისგან და ადგილობრივი მონაწილეებისგან, რის გამოც ლიდერებს გვიწევდა ენობრივი ბარიერის დაძლევა აზერბაიჯანულ - ქართული თარგმნით, მაგრამ ზემოთ ნახსენები თამაშების დამსახურებით მათ უკეთ გაიცნეს ერთმანეთი, ენის გაკვეთილებზე ისწავლეს სიტყვები  და ფრაზები. სწორედ ამან მოგვცა ის შედეგი რისი ხილვაც შევძელით საბოლოო ჯამში. მონაწილეები ლიდერების დახმარების გარეშე ახერხებდნენ კომუნიკაციას, თამაშს და მეგობრობას.

ვთვლი, რომ ბანაკმა ძირითადი მიზანს მიაღწია. პირადად მე მივიღე ძალიან პოზიტიური და საჭირო გამოცდილება.

დონორები & პარტნიორი ორგანიზაციები